კუნძულ იავაზე 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 700-მდე კი დაშავდა.
მიწისძვრა იავას დასავლეთ ნაწილში ჩიანჯურის ქალაქთან ახლოს, ადგილობრივი დროით 13:21 საათზე მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან 100 კილომეტრშია. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს ხანში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.

























