უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა გენოციდური კამპანიაა, რომლის მიზანი უკრაინელების ელექტროენერგიის გარეშე დატოვებაა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა გენოციდური კამპანიაა, რომლის მიზანი უკრაინელების ელექტროენერგიის გარეშე დატოვებაა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, იური საკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა რუსული ტაქტიკაა, რომლის მიზანი ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება და "უკრაინელების გაყინვაა".

„ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმები წარმოადგენს გენოციდურ კამპანიას უკრაინელების გაყინვის, უკრაინელებისთვის ელექტროენერგიის გათიშვის მიზნით“, - აღნიშნა იური საკმა.

მისი თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე ვერაფერს აღწევს და სასოწარკვეთილი ეძებს გზას, რომ ფრონტზე ოპერაციულ პაუზას მიაღწიოს.

"ჩვენი მხრიდან პაუზა არ იქნება და უკრაინა კონტრშეტევას გააგრძელებს“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, შაბათ-კვირას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს. რუსები და უკრაინელები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დღეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობას შეაფასებს.