მარნეულმა ძიუდოში საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, სპორტის დამსახურებული ოსტატის, თენგიზ ნავერიანის სახელობის, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატს ძიუდოში უმასპინძლა.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის და რეგიონის ოცდაერთმა გუნდმა მიიღო და თითოეული გუნდი 2006-2008 წლებში დაბადებული სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული.
„შეჯიბრი ხუთ წონით კატეგორიაში ჩატარდა. ტურნირის ჩემპიონი გახდა გუნდი „ოლიმპი", მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა „შავი ავაზა", ხოლო მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ გუნდი „განთიადი" და „აფხაზეთის ძიუდოს აკადემია ". საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით და თასებით, ასევე ფულადი პრიზებით. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 30 000 ლარს.
ღონისძიება საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
























