ეგზიტპოლი - ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი ლიდერობს

ეგზიტპოლის თანახმად, ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ლიდერობს.
კერძოდ, ღია საზოგადოების რეგიონული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ამომრჩევლების ხმების 82.45% მიიღო.
ამასთან, ეგზიტპოლის თანახმად, ჟიგული დაირაბაევს ხმა მისცა ამომრჩევლების 3.33%-მა, მეირამ კაჟიკენს - 2.23%-მა, კარაკატ აბდენს - 2.54%-მა, სალტანატ ტურსინბეკოვას - 2.08%-მა, ნურლან აუესბაევს - 2.17%-მა, ამომრჩეველთა 5.20%-მა კი ხმა მისცა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ.
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები კვირას გაიმართა. პრეზიდენტობისთვის ექვსი კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი იბრძვის.
გახსნილი იყო 10 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი, მათ შორის 68 53 - საზღვარგარეთ. ამომრჩეველთა აქტივობამ 69.43% შეადგინა.

























