ზაპოროჟიეს დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

ზაპოროჟიეში რუსული ძალების მიერ წუხელ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიის საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა, რომლებმაც გუშინ ზაპოროჟიე დაბომბეს, ერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლეს“, - წერს კურტევი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ უბანში 120-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშე დარჩა.

























