უკრაინის გენშტაბი - დღეის მდგომარეობით რუსეთმა უკრაინაში 5 საჰაერო და 25 სარაკეტო დარტყმა განახორციელა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 18:00 საათის მდგომარეობით ოპერატიულ ინფორმაციას აქვეყნებს. მოხსენებაში აღნიშნულია: „რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრისადმი უკრაინელი ერის გმირული წინააღმდეგობის ორას სამოცდამეშვიდე დღე გრძელდება. დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა 5 საჰაერო და 25 სარაკეტო დარტყმა, განხორციელდა 10-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან“.
ამავე ინფორმაციის თანახმად, დღის განმავლობაში, რუსმა დამპყრობლებმა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების, ომის კანონებისა და წესები დარღვევით, განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დნიპროსა და ოდესის დასახლებებში, ხარკოვის ოლქის ბალაქლეაში, ზაპოროჟიეს რეგიონში ვოლნიანსკში, ნიკოპოლში, დნეპროპეტროვსკის ოლქში და ოჩაკოვში მიკოლაივის ოლქში.
განახლებული ინფორმაციით, ამ დღეს თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა მიმართულებით ჩამოაგდეს 2 ფრთოსანი რაკეტა, 2 მართვადი რაკეტა და 5 უპილოტო საფრენი აპარატი.

























