ბათუმში, მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, აქცია-მსვლელობა გამართეს

ბათუმში, მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, აქცია-მსვლელობა გამართეს. მოგვიანებით მათ აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. როგორც აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, აჭარაში უსახლკარო მოქალაქეთა რაოდენობა 3000-ს აჭარბებს და ხელისუფლება კი, მათ, როგორც უსახლკაროთა სტატუსის მქონეებს, არ აღიარებს.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობის ნიშნად ის მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებიც ხელისუფლებას სოფელ ბობოყვათში სანაპიროზე არსებული მიწის ნაკვეთების დაბრუნებას სთხოვენ.
აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და სამომავლოდ ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ.
























