ვოლოდიმირ ზელენსკი - მანამ, სანამ მთელ ჩვენს ტერიტორიას არ გავათავისუფლებთ, მშვიდობას ვერ მოვიტანთ - უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტით ვერაფერი გადაწყდება

მშვიდობის ერთ-ერთი პირობა ყირიმისა და დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინაში დაბრუნებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg New Economy Forum-ზე განაცხადა.
„მანამ, სანამ მთელ ჩვენს ტერიტორიას არ გავათავისუფლებთ, მშვიდობას ვერ მოვიტანთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მშვიდობის ფორმულაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს.
„როდესაც უკრაინა მშვიდობის ფორმულას გვთავაზობთ, ეს ნამდვილად არის მშვიდობის ფორმულა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ, მსოფლიოსთვის. როდესაც საფრთხე კომპლექსურია, პასუხიც კომპლექსური უნდა იყოს. უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტით ვერაფერი გადაწყდება. ეს არის ჩვენი ფორმულა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ მშვიდობა - საიმედოდ და გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენ ვერ აღადგენთ სტაბილურობას მხოლოდ რუსეთის მიერ პროვოცირებული კრიზისების შერბილებით. ყოველი საფრთხე მთლიანად უნდა იქნას აღმოფხვრილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

























