გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც დამრეც რელიეფზე გადის, 225 მეტრია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დაიგება ბეტონის საფარი.

„პროექტის მიხედვით იგეგმება ასევე მიერთებების, ბეტონის ბორდიურების, სანიაღვრე ჭრილის, გაბიონის საყრდენი კედლისა და მანქანების სადგომის მოწყობა.

აღნიშნული გზის მონაკვეთზე, რომელიც მთლიანად გრუნტისაა და ნალექის დროს თითქმის გაუვალი ხდებოდა, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებულა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.