ოლაფ შოლცი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოგდებაზე - საშინელი ინციდენტია და საჭიროა დიდი სიფრთხილით გაირკვეს, როგორ მოხდა ეს

ოლაფ შოლცი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოგდებაზე - საშინელი ინციდენტია და საჭიროა დიდი სიფრთხილით გაირკვეს, როგორ მოხდა ეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ის პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას ესაუბრა, რა დროსაც მას და მის მოქალაქეებს სამძიმარი გამოუცხადა პოლონეთის საზღვართან მომხდარი შემთხვევის გამო.

„საშინელი ინციდენტია და საჭიროა დიდი სიფრთხილით გაირკვეს, თუ როგორ მოხდა ეს“, - აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, ოფიციალურმა ვარშავამ განაცხადა, რომ აფეთქება მის ტერიტორიაზე რუსული წარმოების ჭურვით განხორციელდა, რასაც მოსკოვი უარყოფს.