იენს სტოლტენბერგი - ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ - ნატო აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ

იენს სტოლტენბერგი - ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ - ნატო აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

„ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ. მივუსამძიმრე გარდაცვლილების გამო. ნატო აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს”, - წერს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.