სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთის უგუნურება კონტროლს სცილდება

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთის უგუნურება კონტროლს სცილდება

რუსეთის უგუნურება კონტროლს სცილდება, - ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ პოლონეთში ჩამოვარდნილი რუსული რაკეტების გამო. რუსეთმა უნდა ახსნას რა მოხდა. ინფრასტრუქტურაზე უაზრო თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. რუსეთის უგუნურება კონტროლს სცილდება. მჭიდრო კონტაქტში ვიქნებით [პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან] მარიუშ ბლაშჩაკთან და მოკავშირეებთან პასუხის კოორდინირებისთვის”, - წერს ნადი.

ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.