გაერო-მ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს, მათ შორის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს

გაერო-მ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს, მათ შორის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური ასამბლეა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ შორის რეპარაციების გადახდის მოწოდებით გამოვიდა. 193-წევრიან ორგანიზაციაში, კენჭისყრისას რეზოლუციას მხარი 94-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 73-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია აღიარებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული „უკანონო ქმედებების“ შედეგად წარმოქმნილი ზარალისა და დანაკარგის რეპარაციისთვის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას. გაერო-ს აღნიშნული რეზოლუცია რეკომენდაციას აძლევს ასამბლეის წევრ ქვეყნებს, უკრაინასთან თანამშრომლობით, შექმნან „საერთაშორისო რეესტრი“, რომელიც იმ ინფორმაციის დოკუმენტირებას მოახდენს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელებისთვისა და უკრაინის მთავრობისთვის მიყენებულ ზიანსა და დანაკარგებს ეხება.

ცნობისთვის, გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არასავალდებულოა, თუმცა მათ პოლიტიკური წონა გააჩნიათ.