ირანის სასამართლომ, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, პირველად, პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

ირანის სასამართლომ, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, პირველად, პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

ირანის სასამართლომ, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო, პირველად, პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

სიკვდილმისჯილი აქციის მონაწილის ვინაობა მედიაში არ სახელდება.

აქციის მონაწილეს თეირანის სასამართლომ განაჩენი „სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდების, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად შეთქმულებისთვის, ასევე, ღვთის მტრობისთვისა და დედამიწაზე გარყვნილებისთვის“ გამოუტანა.

ამასთან, თეირანის კიდევ ერთმა სასამართლომ ხუთ სხვა დემონსტრატს 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“.

შეგახსენებთ, ირანში დემონსტრაციები თითქმის ორი თვეა იმართება. ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის 22 წლის მაჰსა ამინი დააპატიმრა. გოგონა წამების შედეგად გარდაიცვალა.