ვოლოდიმირ ზელენსკი - ხერსონში ომის 400-ზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ხერსონში ომის 400-ზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში გამომძიებლებმა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 400-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს.

”გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს რუსული ომის 400-ზე მეტი დანაშაული, ნაპოვნია როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ხერსონის ოლქში რუსეთის არმიამ დატოვა იგივე სისასტიკე, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, სადაც შესვლა შეძლო.

„მიმდინარეობს დარჩენილი რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებული მებრძოლების დაკავება და დივერსანტების განეიტრალება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ხერსონში სიტუაცია კვლავ ძალიან საშიშია.

„პირველ რიგში, არის ნაღმები. სამწუხაროდ, ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდისას ჩვენი ერთი გამნამღმელი დაიღუპა, ოთხი კი - დაშავდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.