ხერსონის ოლქში  60-ზე მეტი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული

ხერსონის ოლქში  60-ზე მეტი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული

ხერსონის ოლქში უკვე 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ამ საღამოს მდგომარეობით, თავდაცვის ძალების მიერ კონტროლი დამყარებულია ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. ხერსონიდან გაქცევამდე ოკუპანტებმა მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს - კავშირი, წყლის მომარაგება, ელექტროენერგია. „რაშისტებს“ ყველგან ერთი მიზანი აქვთ - ხალხის მაქსიმალურად დამცირება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ, დამიჯერეთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე უკვე ამოღებულია დაახლოებით 2 000 ფეთქებადი ნივთი - ნაღმები, საბრძოლო მასალა, ნაღმი-ხაფანგები, რომლებიც არ აფეთქებულა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შაბათს, ხერსონში ერთმა გამნაღმველმა ადმინისტრაციული შენობის განაღმვისას დაზიანებები მიიღო.