უკრაინის ვიცე-პრემიერი - ომის დასრულების შემდეგ ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის პრიორიტეტი გახდება

ომის დასრულების შემდეგ ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის პრიორიტეტი გახდება, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში, ოლჰა სტეფანიშინამ განაცხადა.
ფორუმის მოდერატორის კითხვას წარმოადგენს თუ არა ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის უფრო დიდ პრიორიტეტს, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება, სტეფანიშინამ ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა.
“ომის დასრულების შემდეგ ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის პრიორიტეტი გახდება”, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
სტეფანიშინამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას მოლოდინი აქვს, რომ ნატოში უკრაინის მიღება “პოლიტიკური გადაწყვეტილებით” მოხდება და გაწევრიანების სამოქმედო გეგმების მაგვარ შუალედურ სტადიებს არ მოითხოვს.
“არაა გამორიცხული, რომ ნატოში უკრაინის მიღების საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება შესაძლო გახდეს ომის დასრულებამდეც”, - თქვა სტეფანიშინამ.

























