ვოლოდიმირ ზელენსკი - თითქმის 250 წლის განმავლობაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების კაცები და ქალები ტირანიაზე იმარჯვებდნენ, თქვენი მაგალითი დღეს შთააგონებს უკრაინელებს რუსეთის აგრესიას ებრძოლონ

თქვენი მაგალითი დღეს შთააგონებს უკრაინელებს რუსეთის აგრესიას ებრძოლონ, - ასე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს ვეტერანთა დღე.
განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“თითქმის 250 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების კაცები და ქალები ტირანიაზე იმარჯვებდნენ. თქვენი მაგალითი დღეს შთააგონებს უკრაინელებს რუსეთის აგრესიას ებრძოლონ.
ყველა უკრაინელის სახელით გილოცავთ ვეტერანთა დღეს და მადლობას გიხდით სამსახურისთვის”, - აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე გადაუხადა მადლობა ამერიკელ ვეტერანებს, რომლებიც უკრაინასთან ერთად ბრძოლას დათანხმდნენ, ასევე ამერიკელ ხალხს უკრაინისადმი წარმოუდგენელი დახმარებისთვის.
“თქვენი დახმარებით ჩვენ მსოფლიო გავაოცეთ და უკუვაგდებთ რუსეთის ჯარებს. გამარჯვება ჩვენი იქნება”, - დასძინა ზელენსკიმ.

























