რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ხერსონის ოლქში, რუსეთის სამხედრო ძალების ყველა ქვედანაყოფი მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ხერსონის ოლქში, რუსეთის სამხედრო ძალების ყველა ქვედანაყოფი მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხერსონის ოლქში რუსეთის სამხედრო ძალების ყველა ქვედანაყოფი მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თავდაცვის უწყების ცნობით, ოპერაცია დღეს მოსკოვის დროით 5:00 საათზე დასრულდა.

„მარჯვენა სანაპიროზე არცერთი ერთეული სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა. რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა და სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს წინასწარ მომზადებული თავდაცვითი ხაზები და პოზიციები", - განაცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს, უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შესთავაზა, რომ შექმნილი სიტუაციის გამო, სამხედრო ქვედანაყოფები მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაეყვანათ. შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა.