მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი ნაღმავს ხერსონს, რათა ის „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს - ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა „მოწმეები", დატოვა ნანგრევები და წავიდა

მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი ნაღმავს ხერსონს, რათა ის „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს - ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა „მოწმეები", დატოვა ნანგრევები და წავიდა

რუსეთის ფედერაციას სურს, ხერსონი "სიკვდილის ქალაქად" აქციოს, რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს.

„ასე გამოიყურება „რუსული სამყარო": მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა „მოწმეები", დატოვა ნანგრევები და წავიდა“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.