საფრანგეთი უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებს უახლოეს კვირებში გადასცემს

საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს, უკრაინას, უახლოეს კვირებში, კიდევ ექვსი თვითმავალი ჰაუბიცა Caesar-ი გადასცეს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ეს არის შეიარაღება, რომლის გადაცემასაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინას დაჰპირდა.
„მათ უახლოეს კვირებში მივაწვდით. უკრაინას უკვე მივაწოდეთ წინა თაობის საარტილერიო დანადგარი - TRF1 ტიპის ჰაუბიცები, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა საფრანგეთს ომის მონაწილედ არ აქცევს.

























