იენს სტოლტენბერგი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების ცენტრში იმყოფებოდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების ცენტრში იმყოფებოდა.
კერძოდ, სტოლტენბერგი Lydd Army Camp-ში უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამის ცენტრს ეწვია, სადაც უკრაინელ სამხედროებსაც შეხვდა.
“ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ვნახე. ვნახე უკრაინელი ჯარისკაცების უნარები, თავდადება, რომლებიც აქ მომზადებას გადიან, და ჩემთვის შთამაგონებელია ის, რამდენ რამეს სწავლობენ, რამდენი რამის მიღწევა შეუძლიათ მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ამას მნიშვნელობა ექნება უკრაინაში ბრძოლის ველზე”, - თქვა სტოლტენბერგმა.
ამ მხრივ მან მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს, კანადას, ლიეტუვას და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ამ წვრთნებში მონაწილეობენ, “რათა დაეხმარონ უკრაინას საკუთარი ქვეყნის დაცვაში”.
“ნატოს მოკავშირეების და პარტნიორები უპრეცედენტო დონეზე ეხმარებიან უკრაინას. მაგრამ დიდი ბრიტანეთი ამ ძლისხმევაში მოწინავე ქვეყანა იყო მრავალი, მრავალი თვის განმავლობაში”, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

























