რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი თეირანში ჩავიდა და ირანელ მაღალჩინოსნებს შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პატრუშევი ირანში ქვეყნის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის, ალი შამხანის მიწვევით ჩავიდა.

ნიკოლაი პატრუშევი ირანელ კოლეგასა და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირანში რუსეთის ეკონომიკის სფეროს ოფიციალურ პირებთან ერთად იმყოფება.