„სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის მორიგი შეხვედრა გაიმართა

„სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის მორიგი შეხვედრა თემაზე „აქტიური მოქალაქეობის პრინციპები და ლიდერობა” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, „სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამა“ ტრენინგპროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საჯარო სკოლების თვითმმართველობების გაძლიერებასა და გააქტიურებას.
„პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით წელს მეოთხედ ხორციელდება და მასში 150 -ზე მეტი აქტიური ახალგაზრდაა ჩართული. პროგრამის მხარდამჭერები არიან „შვედეთის საერთაშორისო ადგილობრივი დემოკრატიის ცენტრი“ (ICLD), ,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა“ (FID), „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“, საზოგადოება ,,ბილიკი“ და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
























