ცდოს საავტომობილო გვირაბში ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ცდოს საავტომობილო გვირაბში ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ცდოს საავტომობილო გვირაბში ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე მდებარე ცდოს საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები, რის გამოც, 2022 წლის 8 ნოემბერს 15:00სთ-დან 22:00სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.