ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვართ ნიდერლანდების, აშშ-სა და ჩეხეთის 90 ერთეული T-72 ტანკისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ნიდერლანდებს, ჩეხეთს და აშშ-ს 90 ერთეული T-72 ტანკისთვის, რომელსაც ის მიიღებს.
„გულწრფელად მადლობელი ვართ ნიდერლანდების, აშშ-სა და ჩეხეთის მნიშვნელოვანი და საჭირო მხარდაჭერისთვის - 90 ერთეული T-72 ტანკისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ და სჭირდებათ ეს აღჭურვილობა. ვაფასებთ პარტნიორების დახმარებას. ჩვენ ერთად ვდგავართ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისთვის!“- წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

























