დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი - რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს, დაზიანდა სახლები, გაზსადენი და ლიცეუმის შენობა

დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი - რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს, დაზიანდა სახლები, გაზსადენი და ლიცეუმის შენობა

რუსებმა ნიკოპოლი „გრადებით“ დაბომბეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება.

“რუსებმა კვლავ დაბომბეს ნიკოპოლის რაიონი „გრადებით“ და მძიმე არტილერიით. დროებით ოკუპირებული ენერგოდარიდან ცეცხლი გაუხსნეს სამ დასახლებას - ჩერნოვოგრიგორივსკას, მარგანეცსა და ნიკოპოლს. ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზარალდა, სადაც მტერმა ღამით 40-მდე ჭურვი „გააგზავნა“, - აცხადებს რეზნიჩენკო.

მისი თქმით, დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი და კერძო სახლი, სხვა შენობები და გაზსადენი. რუსული ჭურვები ასევე მოხვდა ადგილობრივ ლიცეუმს, სამრეწველო და სატრანსპორტო საწარმოებს. დაზიანებულია საწარმოო ობიექტები.

თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.