ოლაფ შოლცი - პრეზიდენტ სი ძინპინს ვუთხარი, რომ ომის დასასრულებლად ჩინეთმა რუსეთზე თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს

ოლაფ შოლცი - პრეზიდენტ სი ძინპინს ვუთხარი, რომ ომის დასასრულებლად ჩინეთმა რუსეთზე თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მან პეკინს მოუწოდა, უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე თავისი გავლენა გამოიყენოს, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

„მე ვუთხარი პრეზიდენტ სი ძინპინს, რომ მნიშვნელოვანია, ჩინეთმა გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე. შევთანხმდით, რომ ბირთვული თავდასხმების მუქარა უპასუხისმგებლო და საშიშია“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ბევრ პრობლემას უქმნის წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს. ოლაფ შოლცის განცხადებით, ჩინეთი არის დიდი ქვეყანა და მას, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, მსოფლიოში მშვიდობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება.