ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ შემოწმების შედეგად უკრაინაში “ბინძური ბომბის” დამზადების ნიშნები არ გამოვლენილა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ შემოწმების შედეგად უკრაინაში “ბინძური ბომბის” დამზადების ნიშნები არარსებობის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სააგენტომ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, მარიანო გროსი აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობის მოთხოვნის შედეგად სააგენტომ საველე შემოწმებები ჩაატარა უკრაინაში მდებარე სამ ობიექტზე და ვერ დაინახა გამოუცხადებელი ბირთვული საქმიანობის ან მასალების რამე ნიშან-კვალი.
“უკრაინის მთავრობის მოთხოვნით, მე დაუყონებლივ გავაგზავნე ინსპექტორები სამ ლოკაციაზე, რათა დამოუკიდებლად ადგილზე გადაემოწმებინათ ფაქტები… ჩვენს მიერ მიღებულმა შედეგების ტექნიკურმა და მეცნიერულმა შეფასებამ არ გამოავლინა გამოუცხადებელი ბირთვული აქტივობებისა და მასალების რაიმე ნიშან-კვალი ამ სამ ლოკაციაზე. დამატებით, გარემოს სინჯის შედეგების შესახებ ჩვენ შეძლებისდაგვარად მალე მოგახსენებთ”, - აღნიშნა გროსიმ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, უკრაინის მთავრობამ ინსპექტორთა ჯგუფების გაგზავნა სააგენტოს მას შემდეგ სთხოვა, რაც რუსეთმა ბრალდებები გამოთქვა სამ ლოკაციაზე მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით: კიევში მდებარე ბირთვულო კვლევების ინსტიტუტში, ჟოლტი-ვოდებში მდებარე აღმოსავლეთის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და დნიპროში მდებარე “სამხრეთის მანქანათსამშენებლო ქარხანაში.

























