ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს

უკრაინის აღმოსავლეთით, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინის ჯარები იგერიებენმტრის შეტევებს და ინარჩუნებენ პოზიციებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
„ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულება ყველაზე აქტიურია. მტერი მუდმივად ცდილობს თავდასხმის განხორციელებას ჩვენს პოზიციებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებზე : არტილერიიდან, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან, თუმცა, ჩვენმა ჯარებმა მოახერხეს ყველა თავდასხმის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება“, - განაცხადა ჩერევატიმ.
მისი თქმით, მიმდინარეობს პოზიციური ომი, არის გარკვეული მოძრაობა, მაგრამ მცირე შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი ჩვენი ჯარები ცდილობენ გაათანაბრონ ფრონტის ხაზი.

























