უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 74 000-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 74 000-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, მათ შორის 730 ჯარისკაცი ბოლო 24 საათის განმავლობაში მოკლეს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2734 ტანკს, 5552 ჯავშანტექნიკას, 1755 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 277 საბრძოლო თვითმფრინავს და 258 ვერტმფრენს, 4162 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1442 უპილოტო საფრენ აპარატს, 155 ერთეულ სპეცტექნიკას, 397 ფრთოსან რაკეტას.

























