ანა მალიარი აცხადებს, რომ ფრონტის წინა ხაზებზე არსებული ვითარება შეიძლება დახასიათდეს, როგორც ტერიტორიების გათავისუფლებისთვის მზადება

ანა მალიარი აცხადებს, რომ ფრონტის წინა ხაზებზე არსებული ვითარება შეიძლება დახასიათდეს, როგორც ტერიტორიების გათავისუფლებისთვის მზადება

უკრაინის შეიარაღებული ძალები ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების ინტენსიურობა და დინამიკა ფრონტის ნაწილებზე განსხვავებულია. მალიარის თქმით, ამ კვირის ეპიცენტრი ბახმუტი, სოლედარი და მთლიანად დონეცკის მიმართულებაა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მტერი დონეცკის ოლქის საზღვრებამდე გასვლას ცდილობს, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურ თავდაცვაში იმყოფებიან და ტერიტორიას არ თმობენ.

“წინა ხაზებზე არსებული ვითარების შესახებ თუ ზოგადად ვისაუბრებთ, ეს შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის მზადება და იმ ტერიტორიებზე გამაგრება, რომელიც უკვე გავათავისუფლეთ. იქ გრძელდება სტაბილიზაციური ღონისძიებები. ეს თავდაცვისა და უშიშროების ყველა ძალის სერიოზული ზომებია”, - აღნიშნა მალიარმა.