ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი კიევში ჩავიდა. ის უკრაინას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 30 მანქანას გადასცემს.
როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში CNN-ს განუცხადეს, უკრაინისთვის გადასაცემი სასწრაფო დახმარების მანქანები სპეციალურადაა აღჭურვილი ფეხმძიმე ქალების გადასაყვანად.
ალბარესი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას და პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდება.
ამასთან, ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო იერიშების შედეგად დაზარალებულ ადგილებს ეწვევა და ომში დაღუპულ უკრაინელებს პატივს მიაგებს.
ესპანეთის საგარეო უწყების ცნობით, ქვეყნის პირველი დიპლომატი უკრაინაში პოლონეთის ქალაქ ფშემისლიდან ღამით, მატარებლით გაემგზავრა.

























