გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების მიუხედავად შეთანხმება ძალაში რჩება

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების მიუხედავად შეთანხმება ძალაში რჩება

გაერო არ თვლის, რომ რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერება მისი ძალის დაკარგვას ნიშნავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.

„რუსეთმა განაცხადა, რომ ის არ ტოვებს შეთანხმებას, არამედ დროებით აჩერებს მის განხორციელებას. გაერო მიიჩნევს, რომ შეთანხმება და ვალდებულებები ძალაში რჩება ამ შეჩერების დროსაც კი“, - აღნიშნა გრიფიტსმა.

მისი თქმით, ეს მოიცავს რუსეთისა და უკრაინის დაპირებას, არ დაესხან თავს სატვირთო გემებს ან პორტის ობიექტებს.

”მტკიცედ გვჯერა, რომ დებულება ძალაში რჩება, მათ შორის რუსეთის ფედერაციისთვის”, - განაცხადა გრიფიტსმა.