„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” წარმატებული მასწავლებლები დააჯილდოვა

ფოთში, ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სკოლის პედაგოგები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით გამოვლინდა და დაჯილდოვდა სამი საუკეთესო პედაგოგი: მირანდა შამანაძე, ლიანა ანთაძე და მარინა მიმინოშვილი სოციალურ აქტივობებში, ინკლუზიურ განათლებაში, გარემოს დაცვასა და STEM მიმართულებით გამორჩეული აქტივობებისთვის.
ამასთან, კორპორაციული მდგრადობის ჭრილში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის, ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობაა.
„ამ მიმართულებით კომპანია არაერთ ინიციატივას ახორციელებს“,- აღნიშნავენ „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“.
























