ჩეხეთის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა

ჩეხეთის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა

ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლები ჩეხეთისა და უკრაინის მთავრობების ერთობლივ შეხვედრაზე დასასწრებად კიევში ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინაში ჩეხეთის საეჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციას ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე შედის რამდენიმე მინისტრი.

„კიევში ჩასვლისთანავე ჩეხეთის დელეგაციამ დაათვალიერა რუსეთის დაბომბვის შედეგად განადგურებული შენობები”, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლები დღის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტთან და უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავენ.