უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსეთმა უკრაინაში 43 000-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინა

უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსეთმა უკრაინაში 43 000-ზე მეტი  დანაშაული ჩაიდინა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან რუსეთმა უკრაინაში 43 003 ომისა და აგრესიის დანაშაული ჩაიდინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაფიქსირებულია ომის კანონებისა და წესების 41 472 დარღვევა, აგრესიული ომის დაგეგმვის, მომზადების, გაჩაღებისა და წარმოების - 73, ომის პროპაგანდის - 37 დარღვევა და სხვა სახის 1 421 დანაშაული.

ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რეგისტრირებულია 18 637 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ.

უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიასთან დაკავშირებილ მთავარ საქმეში უკვე 627 ეჭვმიტანილი არსებობს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები არიან.