ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 182 წლის იუბილე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას თარიღი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამაზ შიოშვილითან ერთად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მიულოცეს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სოფლის ცენტრში წარმოდგენილი იყო საჯარო სკოლების კუთხეები, უწყვეტად მიმდინარეობდა კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

„დედა ენის“ ავტორი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი იაკობ გოგებაშვილი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.

ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.