ბორჯომის მერიამ საშეშე მერქნის შესაძენად 95 400 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მერიამ საშეშე მერქნის შესაძენად 95 400 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 636 ოჯახს, რომლის სარეგისტრაციო ქულა არ აღემატება 70 000-ს, საშეშე მერქნის შესაძენად 150 ლარი ჩაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშაი აღნიშნული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა.