სამართალდამცავებმა უკრაინაში 40 000-მდე ომის დანაშაული დააფიქსირეს

სამართალდამცავებმა უკრაინაში 40 000-მდე ომის დანაშაული დააფიქსირეს

სამართალდამცავებმა უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი 40 000-მდე ომის დანაშაული დააფიქსირეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კატერინა პავლიჩენკომ განაცხადა.

„სამართალდამცავ ორგანოებს უკვე აქვთ დაფიქსირებული რუსების მიერ ჩადენილი 40 000-მდე ომის დანაშაული. ამ დანაშაულებს შორის არის ასევე სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ან, როგორც მათ ასევე უწოდებენ, სექსუალური დანაშაული“, - განაცხადა პავლიჩენკომ.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ყოველდღიურად ატერორებს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს და ახორციელებს გენოციდს.