„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ 4 წლისაა

„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ 27 ოქტომბერს 4 წლის იუბილეს აღნიშნავს. სტომატოლოგიური კლინიკა 4 წლის განმავლობაში უწყვეტად ზრუნავს, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზოს. ამის დასტურია ლოიალური მომხმარებლების ის დიდი რაოდენობა, რომელიც „ბლიც დენტალმა“ ამ პერიოდის განმავლობაში შეიძინა.
კლინიკა მულტიპროფილურია. ეს ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა სტომატოლოგიური მიმართულების მომსახურებას მიიღებთ, ესენია: თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, იმპლანტოლოგია, გნათოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია, 3D კომპიუტერული ტომოგრაფია.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, მათი საქმიანობის მთავარი მიზანი თავდაჯერებული ღიმილის შექმნაა, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია საჭირო, ესენია: მაღალკვალიფიციური და მუდმივად განათლების პროცესში ჩართული ექიმები, უმაღლესი ხარისხის სამუშაო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა.
თავად პაციენტებისთვის კი, როგორც თავად აღნიშნავენ აქ უკვე 22-ე საუკუნეა, არსებული მომსახურების, პროფესიონალების და შედეგის გათვალისწინებით.

კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია კავკასიის რეგიონში. Dentsply Sirona გახლავთ მსოფლიოში მოწინავე გერმანული, პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია. თანამშრომლობის შედეგად „ბლიც დენტალი–კახაბერ ხარებავას კლინიკა“ სრულად აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით. მეორე მხრივ, ექიმების დატრენინგება გერმანელი ექსპერტების მიერ ხდება.
„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავა კლინიკა“ სრულად ციფრული აპარატურით მუშაობს. ეს გახლავთ CEREC სისტემა (ცერეკ), რომელიც საშუალება იძლევა, დაზიანებული კბილის მაქსიმალური სიზუსტით სწრაფად აღდგეს. ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით პროცესი სრულად ციფრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ რესტავრაციები, როგორიცაა: გვირგვინები, ვინირები, ჩანართები, ხიდისებრი კონსტრუქცია და ა.შ. იმდენად ზუსტია, რომ არ საჭიროებს კორექტირებას.
კლინიკა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში, იგი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლის 10:00 – 21:00 საათი, ხოლო შაბათ-კვირას 10:00-დან 19:00-მდე.
(R)

























