იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, ყველა მოკავშირე მოახდენს ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლის რატიფიცირებას

იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, ყველა მოკავშირე მოახდენს ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლის რატიფიცირებას

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოკავშირე მოახდენს ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლის პროტოკოლების რატიფიცირებას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკესთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ცოტა ხნის წინ უნგრეთმა ნათლად გაგვაგებინა, რომ რატიფიცირება პარლამენტის დღის წესრიგში დგას. მე ასევე მივესალმები იმ ფაქტს, რომ ფინეთი და შვედეთი თურქეთთან მემორანდუმის შესრულებაზე მუშაობენ, რომელზეც ისინი მადრიდის სამიტის დროს შეთანხმდნენ, რათა გაზარდონ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ძალისხმევა… ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოკავშირე მოახდენს გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირებას”, - დასძინა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მალე თურქეთში ვიზიტს გეგმავს, რათა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს და მასთან ამ პროცესის დასრულება განიხილოს.

მსგავსი გეგმა, მისი სიტყვებით, შვედეთის პრემიერ-მინისტრსაც აქვს.

“ფინეთისა და შვედეთის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც წინ უძღოდა გაწევრიანებაზე მათ განაცხადს. მას შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეებმა გაწევრიანების პროცესის ფარგლებში ორივე ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. ჩვენ ბალტიის რეგიონში და ფინეთისა და შვედეთის გარშემო ნატოს დიდი წარმომადგენლობა გვაქვს, ორივე ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ალიანსის ყველა ღონისძიებაში. ამიტომ, თუ ფინეთი ან შვედეთი რამე ზეწოლას განიცდიან, უდავოდ, ნატოს მოკავშირეები გვერდზე არ დარჩებიან. რეაქცია გვექნება”, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.