ირანში, მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეკრებილ დემონსტრანტებსა და უშიშროების თანამშრომლებს შორის შეტაკებები მოხდა

ირანში, მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეკრებილ დემონსტრანტებსა და უშიშროების თანამშრომლებს შორის შეტაკებები მოხდა

ირანის ქალაქ საყეზში უშიშროების თანამშრომლებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დემონსტრანტები მაჰსა ამინის დაკრძალვის ადგილთან შეიკრიბნენ, რათა პოლიციის განყოფილებაში მისი გარდაცვალებიდან გასული 40 დღე აღენიშნათ.

ქურთების ერთ-ერთი უფლებადამცველი ჯგუფის ინფორმაციით, უშიშროების თანამშრომლებმა საყეზის ზინდანის მოედანზე საბრძოლო ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ახალი ამბების ნახევრად ოფიციალური სააგენტო “ისნას” ცნობით, შეტაკება ქალაქის გარეუბანში დაფიქსირდა.

BBC-ის ინფორმაციით, აიჩის სასაფლაოზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ისეთ სლოგანებს ყვიროდნენ, როგორებიცაა “ქალი, ცხოვრება, თავისუფლება” და “სიკვდილი დიქტატორს”.