მარნეულში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარნეულში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული სამუშაოების შედეგებზე იმსჯელეს.