დუშეთში ვეტერანთა ჰოსპიტალი საქველმოქმედო სამედიცინო აქციას ჩაატარებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ექიმები, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, 29 ოქტომბერს საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აქცია მოიცავს თერაპევტის, გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის,უროლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციას, ასევე, ლაბორატორიულ კვლევებსა და კარდიოგრამას.
„ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია ვეტერანებს წინასწარ მიეწოდებათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
























