დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრაქციის 30-მა წევრმა ჯო ბაიდენისადმი მიმართული წერილი გაიწვია, რომელშიც რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისადმი მოუწოდებდნენ

დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრაქციის 30-მა წევრმა ჯო ბაიდენისადმი მიმართული წერილი გაიწვია, რომელშიც რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისადმი მოუწოდებდნენ

დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრაქციის 30-მა წევრმა ჯო ბაიდენისადმი მიმართული წერილი გაიწვიეს, რომელშიც რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისადმი მოუწოდებდნენ. ამის შესახებ განცხადებას ფრაქციის თავმჯდომარე პრამილა ჯაიაპალი ავრცელებს.

“წერილი რამდენიმე თვის წინ იყო შედგენილი, მაგრამ, სამწუხაროდ, თანამშრომლებმა იგი წინასწარი გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნეს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ”, - წერია ჯაიაპალის განცხადებაში.

იგი აღნიშნავს, რომ ბაიდენისადმი მიმართული წერილი იმ დროს იქნა გამოქვეყნებული, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი, კევინ მაკარტი ამბობდა, რომ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინისადმი დახმარება შესაძლოა შემცირდეს.

“ამ განცხადებების დროებითმა სიახლოვემ უსიამოვნო შთაბეჭდილება შექმნა, რომ დემოკრატები, რომლებიც მტკიცედ და ერთხმად უჭერდნენ მხარს და ხმას აძლევდნენ უკრაინელი ხალხისთვის სამხედრო, სტრატეგიული და ეკონომიკური დახმარების ყველა პაკეტს, როგორღაც შეუერთდნენ რესპუბლიკელებს, რომლებიც მხარს უჭერენ ზელენსკისა და უკრაინული ძალებისადმი შეერთებული შტატების დახმარების შეწყვეტას ცდილობენ”, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ორშაბათს 30 მემარცხენე დემოკრატის წერილში ისინი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, რომ შეათავსოს უკრაინისადმი უპრეცედენტო სამხედრო და ეკონომიკური დახმარება და “პროაქტიული დიპლომატიური ბიძგი, ცეცხლის შეწყვეტის რეალისტური პირობების ძიების ძალისხმევის გაორმაგებით”.