რიკოთის საავტომობილო გვირაბში სამუშაოები 07:30 საათამდე გაგრძელდება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში სამუშაოები 07:30 საათამდე გაგრძელდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს გზის სავალ ნაწილზე ასფალტის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოები ნაცვლად 06:00 საათზე დასრულებისა, გაგრძელდება 07:30 სთ-მდე. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.