იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა „ბინძური ბომბის“ შესახებ ცრუ ბრალდება სიტუაციის ესკალაციის საბაბად არ უნდა გამოიყენოს

იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა „ბინძური ბომბის“ შესახებ ცრუ ბრალდება სიტუაციის ესკალაციის საბაბად არ უნდა გამოიყენოს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს რუსეთის ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით ესაუბრა, რომლის თანახმადაც უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება.

„აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს რუსეთის ცრუ ბრალდების შესახებ ვესაუბრე, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება. ნატო-ს მოკავშირეები უარყოფენ ამ ბრალდებას. რუსეთმა ეს არ უნდა გამოიყენოს ესკალაციის საბაბად. ჩვენ ურყევი ვრჩებით უკრაინის მხარდაჭერაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა საუბრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ საკუთარ ტერიტორიაზე გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს.