უკრაინის გენშტაბი - ბელარუსში სამობილიზაციო რესურსების აქტიური შემოწმება მიმდინარეობს

უკრაინის გენშტაბი - ბელარუსში სამობილიზაციო რესურსების აქტიური შემოწმება მიმდინარეობს

ბელარუსში სამობილიზაციო რესურსების აქტიური შემოწმება თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამობილიზაციო რესურსების გადამოწმება ოქტომბრის დასაწყისიდან გრძელდება.

„შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რათა გადაამოწმონ და დაზუსტდეს ინფორმაცია პოტენციური ახალწვეულების შესახებ. ზუსტდება სამხედრო ასაკის მამაკაცების საქმიანობის სახეობა, სამხედრო სპეციალობები და ოჯახური მდგომარეობა", - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, უწყების ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების განხორციელების საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.