დმიტრო კულება - რუსეთის "ბინძური ბომბის" დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი, შესაძლოა, „ცრუ დროშის“ ოპერაციისთვის საბაბის შექმნა იყოს

დმიტრო კულება - რუსეთის "ბინძური ბომბის" დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი, შესაძლოა, „ცრუ დროშის“ ოპერაციისთვის საბაბის შექმნა იყოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის "ბინძური ბომბის" დეზინფორმაციის კამპანია განიხილეს.

„ენტონი ბლინკენს ტელეფონით ვესაუბრე. ორივე შევთანხმდით, რომ რუსეთის „ბინძური ბომბის“ დეზინფორმაციის კამპანია, შესაძლოა, მიზნად ისახავდეს ცრუ დროშის ოპერაციის საბაბის შექმნას. ჩვენ ასევე განვიხილეთ შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. მდივანმა დაადასტურა, რომ აშშ ამ მიზნით ძალისხმევას არ იშურებს“, - წერს კულება „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ომში „ბინძური ბომბით“ პროვოკაციას გეგმავს.